მერსედეს-ბენცი საკუთარ კრიპტოვალუტას, მობიკოინს გამოუშვებს

0
6811

გერმანიის საავტომობილო კომპანია “Daimler AG”, რომელიც ცნობილია მერსედეს-ბენცითა და Smart brands-ი წარმოებით ბარსელონაში, მსოფლიო კონგრესზე საკუთარი, Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტა მობიკოინი წარადგინა.

პროექტი, რომელიც 2018 წლის თებერვალში დაიწყო, შეიქმნა ავტომობილის ეკოლოგიურად სუფთა მოძრაობისათვის. პროექტი ასევე ითვალისწინებს მძღოლების მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებასაც. პროექტი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ტესტირების ფაზაში იქნება, რომლის დროსაც 500 მძღოლი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მართვის პრაქტიკას დაიცავს დაჯილდოვდება მობიკოინებით.

სატრანსპორტო საშუალებებიდან მონაცემები გადაეცემა Daimler-ს და დაკონვერტდება მობიკოინში, რომელიც მობილურ აპლიკაციაში იქნება შენახული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მობიკოინის მფლობელები VIP ბილეთების მიღებენ MercedesCup-ის ფინალსა და ბერლინის Fashion Week-ზე დასასწრებად. ჯერჯერობით უცნობია შეძლებენ თუ არა მძღოლები მობიკოინის გადაცვლასა სახელმწიფო ვალუტასა ან კრიპტოვალუტაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გერმანულ ავტო გიგანტები Blockchain ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ. გასულ თვეს გერმანულმა ავტომობილმა BMW-მ VeChain-თან თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადა. VeChain-ი Blokchain-ზე დაფუძნებული პლატფორმაა.

სულ ცოტა ხნის წინ, პორშემ XAIN-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, Blockchain ტექნოლოგია ავტომობილის საკეტი სისტემების გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული.

მანამდე კი, 2018 წლის იანვარში, Volkswagen-ის ციფრულ სერვისების ხელმძღვანელი იოჰან იუნგვრიტი IOTA Foundation-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეუერთდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი