“Louis Dreyfus Company”-მ, რომელიც ლიდერია გლობალური სასაქონლო სავაჭრო გაყიდვებში ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანიის “სარისკო” გადაყვეტილებამ Blockchain-თან დაკავშირებით მოლოდინს გადააჭარბა. “შედეგი უფრო მაღალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო”- ამბობენ კომპანიაში.
აღნიშნულის შესახებ, “Financial Times”-ი წერს.
Blockchain-ის პლატფორმის გამოყენებით, პირველმა აგროკულტურით ვაჭრობამ შექმნა პრეცედენტი, რომლის თანახმად, პროდუქცია გაიყიდა და დანიშნულების ადგილზე, ჩინეთში ჩავიდა 60.000 ტონა სოიო.
“Louis Dreyfus Company”-ის Blockchain- ის პლატფორმის გამოყენებას აგროკულტურის ვაჭრობაში რამდენიმე პარტნიორი კომპანია, მათ შორის “Societe Generale”-ც შეუერთდა.
Blockchain- ის პლატფორმის გამოყენებით, “Louis Dreyfus Company”-მ სავაჭრო პროცესის ხანგრძლივობა 80% -მდე შეამცირა.
დამატებითი მიზეზები Blockchain- ის სავაჭრო ბრუნვაში მიღებისა არის, ის რომ Blockchain- ი უსაფრთხოებისა და თაღლითობის პრევენციას ახდენს.
კარინ კირსტენი, კომპანია “ABN AMRO”-ს ვაჭრობისა და სასაქონლო ფინანსების ხელმძღვანელი ამბობს:
“Blockchain ტექნოლოგია საერთაშორისო ვაჭრობის ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაციაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს გამოცდა წარმატებით დასრულდა და შეგვიძლია Blockchain- ის ტექნოლოგიის დამატებითი ღირებულებისა და გამოყენების შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ”.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის მიწოდების სისტემაში Blockchain-ის ჩართვა გააუმჯობესებს გამჭვირვალობას ისეთ პრდუქციაზე, სადაც ამის მოთხოვნა მაღალია. ასეთი პროდუქციაა: ყავა, ადგილობრივი აგროკულტურა და შინაური მსხვილფეხა საქონელი.