ნიდერლანდების ეკონომიკისა და კლიმატის პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენელი კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი

0
1029

ნიდერლანდების ეკონომიკისა და კლიმატის პოლიტიკის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის ბიუროს დირექტორმა, პიტერ ჰასეკამპმა გამოაქვეყნა ბლოგი სახელწოდებით “ნიდერლანდებმა ბიტკოინი უნდა აკრძალოს”.

პიტერ ჰასეკამპის მოსაზრების თანახმად, ნებისმიერ კრიპტოვალუტას არ შეუძლია ფულის სამი ფუნქციის შესრულება. ეს ფუნქციები კი მოიცავს: ანგარიშის ერთეულს, გადახდის საშუალებასა და ღირებულების შენახვას.

მას ასევე აქვს სხვა არგუმენტები, რომელიც უსაფრთხოებასა და თაღლითურ საქმიანობაში ციფრული ვალუტის გამოყენებას ეხება. პიტერ ჰასეკამპის აზრით, ნიდერლანდებმა ბიტკოინის მოპოვება და ვაჭრობა უნდა აკრძალოს, რადგან ის ფულის სამი ფუნქციიდან არც ერთს არ ასრულებს და, ამასთანავე, კრიმინალებისთვის მოსახერხებელია ციფრული ვალუტის გამოყენება.

”ნიდერლანდების მარეგულირებლები ცდილობდნენ სავაჭრო პლატფორმების ზედამხედველობის გამკაცრებას, მაგრამ წარმატების გარეშე. დაგეგმვის ცენტრალურმა ბიურომ მიუთითა 2018 წელს კრიპტო ვაჭრობის რისკებზე, მაგრამ დაასკვნა, რომ ჯერ კიდევ არ იყო საჭირო უფრო მკაცრი რეგულირება”,- განაცხადა პიტერ ჰასეკამპმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოდან ნიდერლანდების ხელისუფლებამ ევროკავშირის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მეხუთე დირექტივის განხორციელება დაიწყო, რაც კრიპტო ბიზნესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

მე-5 დირექტივის თანახმად, De Nederlandsche Bank-მა კრიპტო ბირჟებს მკაცრი რეგულაცია დაუწესა, რომელიც მომხმარებლის ნამდვილობის დადასტურების მექანიზმს გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი