მარკ იუსკო: ბიტკოინი მსოფლიოს ცვლილებებისკენ უბიძგებს

0
1514

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მალე ადამიანებს კრიპტოვალუტით საკუთარი ბანკის შექმნა შეეძლებათ.

ტექნოლოგიის ბუნებრივი ევოლუცია, ამ შემთხვევაში ფინანსურ საკითხში, გარდაუვალს გახდის საზოგადოების მხრიდან ბანკისადმი ინტერესის გაქრობას.

Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ იუსკო მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტებით მომუშავე ისეთი “ჩუმი რევოლუცია”, როგორიცაა ბიტკოინი, საბოლოოდ, მსოფლიოს ცვლილებისაკენ უბიძგებს.

ბრაზილიის Dash-ზე ორიენტირებულ YouTube არხზე Dash Dinheiro Digital-თან ინტერვიუში მარკ იუსკომ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ადამიანები დროთა განმავლობაში შეძლებენ ბანკებისაგან და საბანკო სისტემისაგან თავის დაღწევას საკუთარი ბანკების შექმით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბანკები სრულიად გაქრება.

”ჩვენ ჯერ კიდევ დაგვჭირდება ბანკები, რომ გააკეთონ სესხები ან სტაბილკოინები”,- განაცხადა მარკ იუსკომ.

უნდა აღინიშნოს, რომ Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიტკოინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

მისი აზრით, მომდევნო 10 წელიწადში ბიტკოინის ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება.

“ბიტკოინი არის დეცენტრალიზებული კრიპტო აქტივი. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ბიტკოინი ნამდვილად უნდა მოხვდეს ყველა ინვესტორის საფულეში”,-აღნიშნა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ იუსკომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი