SBI Group-ი კრიპტოვალუტის ფონდს იაპონელი ინვესტორებისთვის აფუძნებს

0
813

ტოკიოს უმსხვილესი კომპანია, SBI Group-ი, იაპონელ ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეიძინონ კრიპტოვალუტები ციფრული ვალუტის ფონდის მეშვეობით.

ამ ეტაპზე ვაჭრობა შესაძლებელია შვიდი კრიპტოვალუტით: მათ შორის ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინით, რიპლით, Bitcoin Cash-ით, Chainlink-ითა და DOT-ით.

კრიპტოვალუტების ახალი SBI-ს ალტერნატიული ფონდი ოფიციალურად 2 დეკემბერს დაფუძნდა. ფონდისთვის გამოყოფილი კაპიტალი 5 მილიონი იენია, რაც დაახლოებით 45.000 დოლარის ექვივალენტია.

თუმცა, კომპანიას შეუძლია აღნიშნული კაპიტალი დაშალოს და გაანაწილოს ხუთ ნაწილად, თითოეული 1 მილიონი იენის ღირებულების ბიუჯეტით. ოფიციალური განცხადების თანახმად, ინვესტორებს მოეთხოვებათ გაიარონ განაცხადის პროცესი, რომელიც მოიცავს ანონიმურ პარტნიორობის ხელშეკრულებას SBI ალტერნატიულ ფონდთან წინასწარ შესყიდვებზე.

კომპანიის არგუმენტი ამ ნაბიჯთან დაკავშირებით შემდეგი იყო: „რადგან კრიპტოვალუტა ყველა მომხმარებლისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის, ჩვენი ფონდის მეშვეობით ციფრული ვალუტის შეძენა მხოლოდ იმ კლიენტებს შეუძლიათ, რომლებიც კომპანიის მიერ დადგენილ გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ”.

შეგახსენებთ, რომ SBI Group-მა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ პირველად 2016 წლის ოქტომბერში განაცხადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი