იაპონიის მარეგულირებელი კრიპტოსივრცის განვითარებას რეგულაციების მიღმა არ განიხილავს

0
2549

იაპონიის ფინანსურმა მარეგულირებელმა, ფინანსური მომსახურების სააგენტოს კომისარმა განაცხადა, რომ სააგენტოს სურს, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია გაიზარდოს მხოლოდ რეგულაციის ქვეშ.

ამის შესახებ კომისარამა Reuter-თან ინტერვიუში განაცხადა.

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს კომისარმა ტოშიჰაიდე ენდომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანს წარმოადგენს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნვა. თუმცა ეს თავის მხრივ მოითხოვს ერთგვარი ბალანსის შენარჩუნებას მომხმარებელთა დაცვასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს შორის.

“ჩვენ არ გვაქვს განზრახული კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარების შეჩერება. ჩვენ უბრალოდ გვინდა დავინახოთ, რომ ის რეგულირებას ექვემდებარება”,- განაცხადა ფინანსური მომსახურების სააგენტოს კომისარმა.

ივლისში, ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო განიხილავდა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უნდა შეცვლილიყო ფინანსური ინსტრუმენტისა და კრიპტოვალუტის ბირჟებზე ზედამხედველობის მექანიზმები.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში, ფინანსური მომსახურების სააგენტომ გამოაქვეყნა რიგი კრიპტოვალუტის ბირჟების ოპერატორების შემოწმების შედეგები და აღნიშნა, რომ ინსპექტირებისას ყურადღება ინვესტორთა დაცვაზე გამახვილდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი