ავღანელების დასახმარებლად არაკომერციული ორგანიზაციები კრიპტოვალუტაში შემოწირულობას იღებენ

0
934

ათასობით ავღანელი ამჟამად ლტოლვილი გახდა თალიბების მიერ მრავალმხრივ დასახლებული ტერიტორიების ხელში ჩაგდების შემდეგ. ლტოლვილების დასახმარებლად ბევრი არაკომერციული ორგანიზაცია იღებს შემოწირულობებს კრიპტოვალუტაში.

ათასობით ავღანელი ცდილობს ან აპირებს საკუთარი სახლის დატოვებას იმის შიშით, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ თალიბებს, რომლებიც უკვე ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

ლტოლვილთა სამინისტომ და ადგილზე მყოფმა უამრავმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება: მათ სჭირდებათ თანხები ავღანელების დასახმარებლად, რომლებიც უცხო მიწაზე, სხვა ქვეყნებში მიდიან. თუმცა ხშირად მათ ტანსაცმელი, საკვები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებიც კი არ აქვთ.

Hearts & Homes for Refugees-ი, ნიუ-იორკში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, ამჟამად ითხოვს შემოწირულობებს, რათა დაეხმაროს დაახლოებით 20,000 ავღანელს, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება ქვეყანაში და შეერთებული შტატების ხელისუფლებას სპეციალური საიმიგრაციო ვიზას ელოდება.

ჯგუფი იმედოვნებს, რომ დააგროვებს საკმარის თანხებს ავღანური ოჯახების გადასაყვანად ვესტჩესტერის ოლქში. ორგანიზაცია შემოწირულობის სახით ამჟამად იღებს ბიტკოინს, ეთერიუმს, Bitcoin Cash-ს ლაიტკოინს, ZCash-ს, GUSD-ს, BAL-სა და Yearn.Finance-ს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი