რუსეთის მთავრობამ შესაძლოა, კრიპტოვალუტას გარკვეული სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს

0
889

რუსეთის მთავრობა და ცენტრალური ბანკი შეთანხმდნენ, რომ ბიტკოინი ვალუტად განიხილონ. ეს კი ციფრული ვალუტისთვის გარკვეული სახით სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას ნიშნავს.

რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა შეთანხმებას კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ მიაღწიეს.

რუსეთის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ახლა მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ციფრულ ვალუტას, როგორც „ვალუტების ანალოგს“ ისე განსაზღვრავს.

რუსული მედია წერს, რომ ბიტკოინის ტრანზაქციები და კრიპტოვალუტის ფლობა რუსეთის ფედერაციაში აკრძალული არ არის. თუმცა, გადარიცხვები უნდა განხორციელდეს ბანკის ან ქვეყანაში ლიცენზირებული peer-to-peer ბირჟის მეშვეობით.

ოფიციალურ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 600,000 რუბლზე, რაც დაახლოებით 8,000 დოლარია, მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის ტრანზაქციების შესახებ ბანკს უნდა ეცნობოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვალოს.

ასევე ის, ვინც გადასახდის სახით უკანონოდ მიიღებს კრიპტოვალუტას დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას ითხოვდა. მოტივი კი ფინანსური სტაბილურობის რისკები და ტრანზაქციების მზარდი მოცულობა იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი