ინდოეთში მომუშავე ბანკები კრიპტო კომპანიებთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ

0
1137

ინდოეთის ბანკები თავს არიდებენ კრიპტო კომპანიებთან მუშაობას. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბანკებისა და ციფრული სექტორის თანამშრომლობა კანონიერ საქმიანობად არის მიჩნეული.

მარტის თვეში კრიპტოვალუტისთვის საბანკო აკრძალვა გაუქმდა. ამით ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყანაში ციფრული სექტორის განვითარება წაახალისა.

ინდოეთის სარეზერვო ბანკის კრიპტო აკრძალვის გაუქმებამ ინვესტიციების ზრდა განაპირობა. ადგილობრივი ინდუსტრიის ზრდა კანონმდებლებს ძლიერი მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნის საშუალებას მისცემს.

ინდოეთში დაფუძნებული სტარტაპი Tradehorn-მა მუშაობა განაახლა. სტარტაპმა მას შემდეგ განაახლა მუშაობა, რაც უზენაესმა სასამართლომ სარეზერვო ბანკის აკრძალვა გააუქმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ინვესტორების მხრიდან ინდოეთის კრიპტო სექტორის მიმართ ინტერესის გაღვივება.

თუმცა რამდენიმე კვირის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ციფრული ვალუტის აკრძალვას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში კრიპტოვალუტის კანონპროექტზე, რომელიც ციფრული ვალუტის აკრძალვას ითვალისწინებდა, ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტი მუშაობდა.

მაშინ ინდოეთის ფინანსთა და კორპორაციულ საქმეთა მინისტრმა, ნარმანა სიტარამანმა კრიპტო ინდუსტრიას ხარვეზიანი და არასრულფასოვანი უწოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი