Electroneum-ი აფრიკის კონტინენტზე ფართოვდება

0
1166

კრიპტოვალუტის საგადახდო ქსელი Electroneum-ი კომუნალური გადასახადებისა და მობილური ტელეფონების საეთერო დროის დაფარვას აფრიკის კიდევ ოთხ ქვეყანაში აპირებს: ესენია: ბენინი, ტოგო, კოტ-დ’ივუარი და სიერა ლეონე.

წინა ჯერზე ამ კომპანიამ აფრიკის ცხრა ქვეყანაში განავითარა მომსახურეობა. ნიგერია, სენეგალი, მალი, გამბია და გვინეა-ბისაუ უკვე არის ამ სიაში.

4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებლით Electroneum–ის აფრიკულმა ბიუჯეტმა ყურადღება გაამახვილა ETN სიმბოლოზე კომუნალური გადასახადების გადახდასა და მობილური საეთერო დროის გამოწერებზე კომპანიის მობილური აპის საშუალებით.

ბოლოს დროს აფრიკაში კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა.

მოროკოს დედაქალაქ რაბატში, აფრიკის Blockchain სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აბდელატიფ ჯუჰრიმ განაცხადა, რომ მოროკო ამ ტექნოლოგიას ფინანსურ სერვისებზე წვდომის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

როგორც ცნობილი გახდა, ცენტრალური ბანკი აპირებს შექმნას Blockchain-ის უფრო იაფფასიანი მოდელები, რათა დაუცველ მოქალაქეებს გაუწიონ ფინანსური მომსახურება და შეიმუშაონ ხელსაყრელი პირობები უნაღდო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი