ჩრდილოეთ კორეა კრიპტოვალუტის გამოყენებით შესაძლოა, კიბერთავდასხმას ამზადებდეს

0
1086

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერთა ჯგუფი თავდასხმას ამზადებს.

კიბერუსაფრთხოების კომპანიმ, Cyfirma–მა კვლევა ჩაატარა, რომელმაც გამოავლინა შესაძლო საფრთხე.

წინასწარი ინფორმაციით, ჰაკერები COVID-19 მიერ გამოწვეული კრიზისით ისარგებლებენ და სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან კიბერსისტემაზე განახორციელებენ თავდასხმას. რაც მთავარია ამ შეტავაში კრიპტოვალუტას გამოიყენებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ამერიკული მედია აქტიურად წერდა ჩრდილოეთ კორეის მიერ კიბერთავდასხმების მომზადების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ოფიციალური ორგანოც ადასტურებდა.

აპრილის მეორე ნახევარში სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტისა და FBI-ს ერთობლივი განცხადება გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ჩრდილო კორეის კიბერთავდასხმის საწინააღმდეგოდ მთელი რიგი ღონისძიებები იყო მიღებული.

2019 წლის შემოდგმომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტის განვითარებაზე მუშაობდა.

როგორც ცნობილი გახდა, პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება მოეხერხებინა.

განსაკუთრებით საქმე ეხებოდა აშშ-ს სანქციებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი