Nomura Holdings-ი კრიპტოვალუტისა და NFT-ის კვლევას იწყებს

0
833

იაპონურმა კომპანია Nomura Holdings-მა განაცხადა, რომ აყალიბებს ციფრული ვალუტების ახალ გუნდს, რათა კრიპტოვალუტები და NFT-ი ინსტიტუციური ინვესტიციებისათვის გამოიკვლიონ.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ისინი ახორციელებენ რესტრუქტურიზაციას და შესაძლოა, მალე ციფრული ვალუტების კომპანიად მოგვევლინონ.

ახალი კომპანიის მთავარი მიზანი კლიენტების მიერ ციფრული ვალუტების გამოყენების ზრდა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება იქნება.

„ჩვენი ახალი ციფრული კომპანია დაიწყებს თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან, დაჩქარდება ციფრული ტექნოლოგიების ათვისება და გაუმჯობესდება კლიენტების მომსახურებას”,- განაცხადა Nomura Group-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, კენტარო ოკუდამ.

ოკუდას განცხადებით, რომელიც 641 მილიარდი დოლარის აქტივები მქონე კომპანიის მენეჯერია, ციფრული ვალუტები გამოყენებული იქნება კომპანიის სერვისების ყველა საფეხურზე.

რაც შეეხება NFT-ს, მას ყველაზე მკაცრი მარეგულირებელი სისტემა აქვს იაპონიაში. თუმცა ეს ხელს არ უშლის მისი პოპულარობის ყოველდღიურ ზრდას. Nomura Holdings-ის დაინტერესებაც ამაზე მოწმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი