R3: ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის გამოშვებაზე არ მუშაობენ

0
1219

ამჟამად არცერთი ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე არ მუშაობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Blockchain კომპანია, R3 ავრცელებს.

R3-ის განცხადების თანახმად, ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა დაყოფილი იქნება საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე: პირველი შემოიფარგლება კომერციული ბანკებით, ხოლო უკანასკნელს შეეძლება კორპორაციების, მცირე ბიზნესის და კერძო პირების ჩართვა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის. ტექნოლოგიის შესწავლა გადახდის სისტემაში Blockchain-ის ინტეგრაციისთვის არის საჭირო.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის გარდა, ბანკი ციფრული ევროს გამოშვების საკითხზეც მუშაობს.

ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ფაბიო პანეტას აზრით, ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რომ გადახდის სისტემების უწყვეტობა არის მნიშვნელოვანი ამოცანა ცენტრალური ბანკისთვის, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამის გამოცდის პროცესშია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი