იაპონია ციფრული იენზე მუშაობას განაგრძობს

0
1240

იაპონია ციფრული იენის ექსპერიმენტს ჩაატარებს.

ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა, ახალი, კოორდინირებული ძალისხმევა იაპონური ეკონომიკის ციფრული ფორმირებისთვის საკმაოდ ძლიერი იმპულსი იყოს. მიზანი ნათელია, ციფრული იენი ნაღდ ფულთან კონკურენციაში უნდა შევიდეს.

იაპონიის სამი უმსხვილესი ბანკი, როგორც 30 კერძო სექტორის წარმომადგენლობითი ჯგუფი, აპირებს ითანამშრომლოს ციფრული იენის ექსპერიმენტზე.

“როიტერის” სტატიაში ნათქვამია, რომ ჯგუფში წარმოდგენილი ინება, როგორც საბროკერო კომპანიები ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორი, ასევე საცალო ვაჭრობის ექსპერტები.

ექსპერიმენტის მიზნებისათვის, ვალუტის გამოშვებაზე პასუხისმგებელნი იქნებიან კერძო ბანკები. თუმცა ჯგუფის ახალი თავმჯდომარის, ჰირომი იამაოკას თქმით, გამორიცხული არ არის, რომ სხვა მონაწილეებიც ჩაერთონ გამოცემაში.

იამაოკა არის იაპონიის ცენტრალური ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

იაპონია ცნობილია იმით, რომ ნაღდი ფულის მიმოქცევას საკმაოდ ნელა იღებს ხმარებიდან, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას. ფულადი სახსრები ქვეყნის მთლიანი ანგარიშსწორების დაახლოებით 80%-ს, შეერთებულ შტატებში 55%-ს და ჩინეთში მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი