ირანი კრიპტოვალუტის მაინინგის სფეროში ლიდერი ქვეყანაა

0
1261

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი ირანში კრიპტოვალუტის მაინინგი მომგებიან საქმიანობად იქცა.

ირანში ციფრული ვალუტის მაინინგის განვითარება სწრაფად მოხდა. ირანის ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსტაფა რაჯაბი მაშჰადმა მიუთითა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წლის ივნისში 7%-ით გაიზარდა.

თუმცა მანამდე ელექტრო ენერგიის ჭარბი მოხმარების გამო მთავრობამ აირჩია პრევენციული ზომების მიღება.

2018 წლის ნოემბერში ირანი მოხვდა გლობალური ენერგიის სუბსიდირების სიაში, ყოველწლიურად 45.1 მილიარდ დოლარამდე. ეს მაჩვენებელი მისი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის მეათედს წარმოადგენდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ირანი იძულებული გახდა მაინინგის პოლიტიკისთვის გადაეხედა. ივლისში ირანის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში კრიპტომოპოვების საქმიანობის გამოცხადების შესახებ.

მაინინგის ლეგალიზაციამ კრიპტოვალუტის მოპოვება ოფიციალურ ინდუსტრიად აქცია. ამავე დროს, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს, რომლებსაც საქმიანობის დაწყება სურთ რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ლიცენზიას მიიღებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ფასები ირანში საკმაოდ იაფია. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ერთი კილოვატი საათი დაახლოებით 0.005 დოლარი ღირს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი