Arcane Research-ი: ბიტკოინის მაინინგი 0,5%-ზე ნაკლები, თუ ბიტკოინის ფასი ორ მილიონ დოლარს მიაღწევს

0
747

ბიტკოინის მაინინგი გლობალური ენერგიის 0,5%-ზე ნაკლები ეღირება, თუკი ბიტკოინის ფასი 2 მილიონ დოლარს მიაღწევს.

ბიტკოინს, მსოფლიოში ყველაზე ღირებულ კრიპტოვალუტას, აქვს პოტენციალი, მომავალში ენერგიის მნიშვნელოვანი მომხმარებელი გახდეს.

თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ მისი საცალო ღირებულება რამდენიმე მილიონს მიაღწევს. ამ საკითხზე კვლევა Arcane Research-მა ჩაატარა და გამოაქვეყნა.

კრიპტო კვლევითი და ანალიტიკური ფირმა Arcane Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აფასებს ბიტკოინის ენერგიის მოხმარების განვითარებას 2040 წლისთვის.

Arcane Research-ის ანალიტიკოსის იარან მელერუდის მიუთითებს, რომ ბიტკოინის მომავალი ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად განსხვავდება ბიტკოინის მომავალი ფასის მიხედვით, მასზე იმოქმედებს სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა ტრანზაქციის საკომისიო, ელექტროენერგიის ფასები და ა.შ.

“თუ ბიტკოინის ფასი 17 წელიწადში 2 მილიონ დოლარს მიაღწევს, ბიტკოინმა შეიძლება მოიხმაროს 894 ტერავატ-საათი (TWh) წელიწადში, რაც 10-ჯერ იზრდება დღევანდელ დონესთან შედარებით”,- ნათქვამია მოხსენებაში.

მიუხედავად უზარმაზარი ზრდისა, ასეთი ენერგიის მოხმარება 2040 წელს გლობალური ენერგიის სავარაუდო მოხმარების მხოლოდ 0,36%-ს შეადგენს.

თუმცა დღევანდელ მონაცემებთან შედარებით ის მაინც საკმაოდ გაზრდილი იქნება. როგორც ცნობილია, ბიტკოინის მაინინგი და სხვა ოპერაციები დღესდღეობით მსოფლიო ელექტრო ენერგიის 0,05%-ს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი