Komodo–ს აღმასრულებელი დირექტორი: COVID-19-ის მომდევნო ტალღა კრიპტოვალუტაზე შესაძლოა, უარყოფითად აისახოს

0
692

ბიტკოინმა პანდემიით გამოწვეული ვარდნა 2020 წლის დეკემბერში დასძლია.

პლატფორმა Komodo–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეისონ ბრაუნმა შეშფოთება გამოხატა იმის შესახებ, რომ მოსალოდნელი COVID-19 ტალღის ფონზე შესაძლოა, ბიტკოინის ფასი კიდევ ერთხელ მკვეთრად შემცირდეს.

”მე ვფიქრობ, რომ ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა ინსტიტუციური მიღწევების ამჟამინდელი ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, ვერ იფიქრებდა, რომ COVID-19-ი გამოიწვევდა ასეთ უეცარ ფასის ვარდნას, რასაც მოჰყვა შემდგომი კურსის ზრდა”,- აღნიშნა Komodo–ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

2020 წლის მარტში ბიტკოინის ფასი 48 საათის განმავლობაში 50%-ით დაეცა. ამის შემდეგ MicroStrategy-მ და MassMutual-მა ბიტკოინში მსხვილი ინვესტიცია განახორციელეს.

Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინსტიტუციონალურ ინვესტორებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ამჟამად მიმოქცევაში მყოფი ბიტკოინი შეიძინონ, რაც ფასის მატებაზე დადებითად აისახება.

BBC World News-სთან ინტერვიუში მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მსხვილმა ინვესტორებმა კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს. ამან კი ციფრული ვალუტის პოპულარობას შეუწყო ხელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი