იაპონიის რეგულაციის სისტემა უსაფრთხოების საკითხზე განსაკუთრებით არის ორიენტირებული

0
2318

იაპონიის ფინანსური მარეგულირებელი, ფინანსური მომსახურეობის სააგენტო ჯერ კიდევ მუშაობას კრიპტოვალუტების შიდა ბირჟების რეგულაციის საკითხზე.

მარეგულირებელმა ძალისხმევა გააქტიურა, რათა თავიდან აეცილებინა იანვარში Coincheck-ის თავდასხმის განმეორეითი შემთხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ Coincheck-ის დაჰაკვა ყველაზე დიდი კიბერშეტევა იყო, რაც კი განხორციელებულა კრიპტოვალუტის ეკოსისტემის ისტორიაში.

როგორც მედია იუწყება, ფინანსური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Nikkei-ს, რომ პოტენციური რისკების წინასწარ განსაზღვრა არის მარეგულირებლის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა.

ამოქმედებულია ახალი სტრუქტურა, რომელიც განსაკუთრებით ორიენტირებულია ინვესტორთა დაცვაზე.

Nikkei-ს ინფორმაციით, კრიპტოვლუტის ბირჟები ვალდებულნი არიან ყოველდღიურად კლიენტების ანგარიშებს მონიტორინგი გაუწიონ.

რეგულაცია ასევე მიმართული ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისკენ. რეგულაციის სისტემიდან გამომდინარე, ფულის გათეთრების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია გაიროს ID შემოწმება და მრვალი სომბოლოთი შედგენილი პაროლი მსხვილი გადარიცხვებისათვის გამოიყენოს.

როგორც ცნობილი გახდა, ქვეყანაში ლიცენზირებული ბირჟები მკაცრი შეზღუდვების წინაშე დგანან, რადგან იაპონიის მარეგულირებელი ანონიმურობაზე ორიენტირებულ ალტკოინების ვაჭრობას კრძალავს. ასეთი ტიპის ალტკოინების რიცხვში შედის დეში და მონერო.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინანსური მომსახურეობის სააგენტო ბირჟებზე გააგზავნის ინსპექტორებს, რათა შეამოწმონ ითვალისწინებენ თუ არა ბირჟები მარეგულირებლის მოთხოვნებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი