კვლევა: ავსტრალიაში კრიპტო თაღლითობის საფრთხე გაზრდილია

0
1108

Scamwatch-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ავსტრალიაში კრიპტოვალუტით თაღლითობის საფრთხეა გაზრდილია.

”სამწუხაროდ, Cloud მაინინგი თაღლითობის ჩვეულებრივი ფორმა გახდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ თაღლითური სქემების უმეტესობაში ციფრული ვალუტა რეალურადაც არ ფიგურირებს. თაღლითები ხშირად კრიპტო ინვესტორების მოზიდვით იყენებენ მაინინგის სექტორს”,-აღნიშნული იყო Scamwatch-ის კვლევაში.

ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიამ განაცხადა, რომ თაღლითების მიერ ყველაზე მეტად 25-დან 34 წლამდე ასაკის ავსტრალიის მოქალაქები დაზარალდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ თაღლითური საქმიანობის შესახებ ავსტრალიის მარეგულირებელი სხვადასხვა განცხადებაში ამ საკითხზე თავის პოზიციას ყოველთვის აფიქსირებდა.

“ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, ისეთების როგორიცაა Blockchain-ი და ICO აქვს პოტენციალი, რომ რევოლუციური ცვლილებები მოახდინოს, მაგრამ რევოლუციას მოაქვს რისკიც … თაღლითები წარმოადგენენ საშიშროებას, როდესაც საქმე ნდობას ეხება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოდ, რომ თაღლითური ქმედებები თავიდან ავირიდოთ”,-აღნიშნა ერთ-ერთ განცხადებაში ავსტრალიის ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების კომისიის ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი