აშშ-ს სახაზინო ფინანსური დანაშაულების სააღსრულებო ქსელი კრიპტო ბირჟებს ახალ წესებს სთავაზობს

0
1051

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, შეიზღუდა კრიპტო მომსახურების ბიზნესი, მათ შორის ეს ეხება აშშ –ში რეგისტრირებულ ციფრული ვალუტის ბირჟებსაც. საქმე ეხება ე.წ. დაფარულ საფულეებთან ურთიერთობას.

სახაზინო ფინანსური დანაშაულების სააღსრულებო ქსელის განცხადებაში შემოთავაზებულია წესები, რომლებიც მოითხოვს რეგისტრირებული ციფრული ვალუტის ბირჟებისგან მომხმარებლების ვინაობის გადამოწმებას და ე.წ. დაფარული საფულეების აღმოჩენას.

წესები განსაკუთრებით მკაცრდება მაშინ, როცა ვაჭრობა 3000 დოლარის დონეს სცდება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებულ წინადადებას ამჟამად კანონის ძალა არ აქვს. ხაზინამ დაინტერესებულ მხარეებს მისცა 15 დღის ვადა აღნიშნულ საკითხზე აზრის გამოსათქმელად.

შემოთავაზებული წესების შესახებ ხმები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვრცელდებოდა.

”ეს წესი გულისხმობს ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას და მიზნად ისახავს ხარვეზების გამოსწორებას”,-აღნიშნა სახაზინო მდივანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი