უკეთესი რეგულირების სისტემის გამო კრიპტობირჟა Cblocks-ი ამერიკიდან კანადაში გადადის

0
1995

მაიამის შტატში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Cblocks-მა განაცხადა, რომ საქმიანობას კანადაში გააგრძელებს. კანადაში გადასვლის მიზეზი ამერიკის მარეგულირებელია.

“ისინი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ არის თუ არა ჩვენი საქმიანობა ფინანსური მომსახურეობის ბიზნესი”,- განაცხადა Cblocks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ასტონ ბანსენმა.

“კანადაში გაცილებით უკეთესი რეგულაციის სისტემა არსებობს, სახელმწიფო მხოლოდ ოფიციალურ რეგისტრაციას ითხოვს”,- იქვე დაამატა Cblocks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც წესი, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მკაცრი მოთხოვნების გარდა, ფინანსური მომსახურების ბიზნენის კლასიფიცირებისას მნიშვნელოვანი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა არის საჭირო.

კანადაში კი არ არის მსგავსი მოსაკრებლის გადახდა საჭირო, რაც ბირჟისთვის კანადაში გადასვლის ერთ-ერთი მოტივატორი იყო.

Cblocks-ი რამდენიმე კვირაში გააგრძელებს კანადაში საქმიანობას.

კომპანიის ოფიციალური გადაადგილების მიუხედავად, Cblocks-ის დამფუძნებლები მაიამიში დარჩებიან.

თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ კანადის ფინანსური ტრაზაქციებისა და კანადის ლიცენზიის ცენტრის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. კანადური მხარის მოთხოვნა გამოიხატება იმაში, რომ სავალდებულოა სულ ცოტა ერთი კანადის მოქალაქე მაინც იყოს Cblocks-ის ბორდის წევრი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი