ლონდონში მდებარე მეჩეთი შემოწირულობას კრიპტოვალუტით მიიღებს

0
1906

ბრიტანული მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე მეჩეთმა ბიტკოინისა და ეთერიუმის საფულე შექმნა და ახლა დონაციების მიღებას ელოდება.

ლონდონის აღნიშნულ მეჩეთს მხოლოდ თურქეთის ისლმაური მეჩეთები ეწინააღმდეგებიან. თურქეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ისლამთან “შეუთავსებელი” იყო.

გარმით საინი, რომელიც არის Combo-ის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიის, რომელიც უზრუნველყოფს მეჩეთისთვის Blockchain-ზე დაფუძნებული ოპერაციების გადაწყვეტას ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს:

“თუ მუსულმანები, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს ქმნიან, ბიტკონის 1% ფლობენ ან 1.04 მილიარდი ფუნტ სტერლინგს ზაკატის შესაწირი გადახდილია. ფინანსურად მდიდარი მუსულმანები ვალდებულნი არიან თავიანთი კაპიტალის 2.5%-ის დონაცია განხორციელონ”.

“ამჟამად არც ერთი მეჩეთი ან ისლამური საქველმოქმედო ფონდი არ ეთანხმება ზაკატის შესაწირს კრიპტოვალუტის სახით. ისინი პოტენციურად მილიონობით ფუნტს კარგავენ”,- იქვე აღნიშნა საინმა.

ამ ეტაპისთვის მეჩეთისთვის შეწირული თანხა 2000 დოლარს შეადგენს.

შეგახსნებებთ, რომ ზაკატი ისლამში არის რელიგიური ვალდებულება, ერთგვარი გადასახადი, რომელიც ყურანის მიხედვით, ლოცვის შემდეგ მნიშვნელობით მეორე საქმეა, რაც მუსლიმმა უნდა გააკეთოს სიცოცხლის განმავალობაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი