ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასი ზრდას გააგრძელებს

0
1214

Blockchain ინკუბატორის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ზრდის ტენდენციას აჩვენებს.

12 მარტს ბიტკონის ფასი დაეცა. ამავე დროს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მატულობდა დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა. ამ ფონზე შეიქმნა გარკვეული ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ბიტკოინი ტრადიციული ბაზრისგან განსხვავებით უფრო სწრაფად “დაუბრუნდა ცხოვრებას”.

დაახლოებით ერთი კვირის წინ Blockchain-ის კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში კრიპტოვალუტის ანალიტიკოსმა, ჩარლი შრემმა ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკთა.

მისი თქმით, მომდევნო ერთიდან ორ წელიწადში ბიტკოინის ფასი მკვეთრად მოიმატებს.

Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორი, დენ მორჰედი ბიტკოინის შანსს ასევე პოზიტიურად აფასებს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ბიტკოინის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს. თუმცა ის იმედოვნებს, რომ ნელ-ნელა იწყება პერიოდი, როდესაც ფასი ზრდას დაიწყებს.

Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიმეორა თავისი ადრინდელი პროგნოზი და განაცხადა, რომ 2021 წელს ბიტკოინის კურსის ნიშნული 500.000 დოლარამდე გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი