12 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1315

ხუთაბათს, 12 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 1.27%-ით არის გაუმჯობესებული. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 16.039 დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასის გაუმჯობესების მაჩვენებელი 9 ნოემბრიდან შეიმჩნევა. მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის კურსი 15.500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

11 ნოემბერს ბიტკოინის დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 15.916 დოლარს შეადგენდა.

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ 2020 წლის ბოლომდე ბიტკოინის კურსი 16.000 დოლარის ზღვარს საბოლოოდ გადალახავს.

რაც შეეხება ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი 0.19%-ით არის გაზრდილი. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი 460 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ეთერიუმის კურსის მკვეთრი მატება გუშინ დაფიქსირდა, რა დროსაც კრიპტოვალუტის ფასმა 473 დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 456.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი