ტიპ დრაიპერს Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული მთავრობების შექმნის იდეა აქვს

0
2632

ამერიკელმა ტექ-ინვესტორმა ტიმ დრაპერმა თავისი ხედვის შესახებ ისაუბრა, რომელიც Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული მთავრობების შექმნას ეხება.

აღნიშნულის შესახებ დრაიპერმა ვენაში, GovTech Pioneers-ის კონფერენციაზე განაცხადა.

დრაიპერი საუბრობს მომავლის შესახებ, რა დროსაც Blockchain-ის საშუალებით, რომელიც გამოიყენებს “ჭკვიანი კონტრაქტების” სისტემას, რომელიც დაკავშირებული იქნება ხელოვნურ ინტელექტთან შეცვლის სახელმწიფოს როლსა და პასუხისმგებლობას.

“თუ გავერთიანდებით ბიტკოინთან, Blockchain-სა და “ჭკვიან კონტრაქტებთან” ერთად, შეგვიძლია შევქმნათ სრულყოფილი ბიუროკრატია”, – განუცხადა ინვესტორმა აუდიტორიას.

დრაიპერი თავის ხედვას ჯანდაცვის მაგალითზე განმარტავს. დრაიპერის თქმით, მოქალაქეებს შეეძლებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების, სხვადასხვა ანალიზისა და გამოკვლევების შედეგების Blockchain-ზე განთავსება, რის შემდეგაც პროგრამა მონაცემების ანალიზს შეუდგება და საბოლოოდ მომხმარებელს პროპლემის მოგვარების შესახებ რეკომენდაციების მისცემს.

“დაზღვევა, ჯანდაცვა და უძრავი ქონების ინდუსტრია საშინლად ცუდ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, სამაგიეროდ ამ ყველაფერისთვის ბევრ ფულს ითხოვენ. მთავრობებს, რომლებსაც ასეთი არაეფექტური სისტემა აქვთ, პირველები ხვდებიან აღნიშნული პროექტის წარმატებას”,- განაცხადა ტიმ დრაიპერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი