მარკ კუბანის სახელზე შექმნილ კრიპტო საფულესთან დაკავშირებული აქტივობა თავდასხმად იქნა აღქმული

0
1087

მარკ კუბანს საზოგადოება კრიპტო მილიარდელის სახელით იცნობს. თუმცა, როგოც ჩანს, მისი ცოდნა ტექნიკურ საკითხებში, მაგალითად, როგორიცაა ციფრული საფულის მართვა ჯერ კიდევ არაა საკმარისი.

ცოტა ხნის წინ, მარკ კუბანს “ტვიტერზე” გაუგზავნეს მის სახელზე რეგისტრირებული კრიპტო საფულის მისამართი, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მარკ კუბანმა მიიჩნია, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო თავის აქტივებზე.

თუმცა გამგზავნელმა პირმა ვერ გაითვალისწინა კრიპტო საფულის მუშაობის პრინციპები. მარკ კუბანს შეუძლია დაამტკიცოს, რომ მას არ შეუქმნია ეს საფულე და არ შეუძენია ციფრული ვალუტები.

მსგავსი საფულის მომხმარებლებმა იციან რომ ყველას შეუძლია საფულის შექმნა ნებისმიერი სახელით.

აღსანიშნავია რომ, ეთერუმის საფულეების სტრუქტურა შედგება სამი დონისაგან: პირველი ეს არის სახელის რეგისტრაცია, შემდეგ ამ სახელის ქვე დომენის მმართველი, რომელიც აფიქსირებს რეგისტრაციის მომენტს და განკარგავს მას საჭიროებისამებრ, ხოლო მესამე ესაა საფულის რეალური რეგისტრაციის რეალური აიპი და ფიზიკური მისამართების ბაზა, რომელიც მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

ტექნიკურმა ჯგუფმა მარკ კუბანს ეთერიუმის საფულე დაურეგისტრირა და ახლა ის სრულად ფლობს მას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი