ჩილეს შემოსავლების სამსახური კრიპტოვალუტის მომხმარებელს ახალ მოთხოვნას უყენებს

0
1535

ჩილეს მოქალაქეებმა, რომლებიც გადასახადებს კრიპტოვალუტით იხდიან ვალდებულნი არიან ციფრული ვალუტით მიღებული მოგების შესახებ ანგარიში ქვეყნის შემოსავლების სამსახურში წარადგინონ.

ამის შესახებ მედია საშუალება Diario Bitcoin-ი იტყობინება.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2018 წელს ციფრული ვალუტა ე.წ. დღგ-ს არ ექვემდებარებოდა. თუმცა წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას მაინც იყო მხედველობაში მიღებული.

ესპანურენეოვანი მედია საშუალება Diario Bitcoin-ი იტყობინება, რომ ქვეყნის შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ცნობა, რომ გადასახადის გადამხდელებმა თავიანთი შემოსავალი უნდა წარადგინონ უცხოური ვალუტითა და კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოგების შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მსგავს შენიშვნას შემოსავლების სამსახურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში ჩილეს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ახალი ამბები კრიპტობირჟების BUDA-ს, Orionx-ის და CryptoMarket-ს საბანკო ანგარიშების დახურვის შესახებ. ციფრული ვალუტის ბირჟებმა სასამართლოს მიმართეს და ბანკების ქმედება გააპროტესტეს.

მიმდინარე თვის დასაწყისში კი ჩილეს ანტიმონოპოლიურმა სასამართლომ კიდევ ერთხელ გამოიტანა განაჩენი ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟების სასარგებლოდ. ამ გადაწყვეტილების გამო ბანკები კვლავ უკმაყოფილებას გამოხატავენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი