Bitpanda-მ მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო

0
1321

ავსტრიაში დაფუძნებულმა კრიპტო კომპანიამ Bitpanda-მ გადახდის მომსახურების მიმწოდებელის ლიცენზია ქვეყნის ფინანსური მარეგულირებლისგან მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავსტრიის საფინანსო ბაზრის ორგანოს, ქვეყნის მარეგულირებლის მიერ Bitpanda-ს ლიცენზია გადაეცა ევროკავშირის საგადასახადო მომსახურების მეორე დირექტივის შესაბამისად.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვრიდან აღნიშნულ დირექტივაში, საგადასახადო მომსახურების მიმწოდებლების ლიცენზიის შესახებ, წესები შეიცვალა. მარეგულირებელი წესების შეცვლა ტრადიციულ საფინანსო ინსტიტუტებსაც შეეხო.

Bitpanda-ს, რომელიც მოქმედებს კრიპტოვალუტის საბროკერო პლატფორმაზე, პრეს-რელიზშია ნათქვამი, რომ ახალი ლიცენზია კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს თავისი ბიზნესი.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ლიცენზიის მიღება ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტის ინდუსტრიასა და ტრადიციულ საფინანსო სექტორს შორის ბარიერების აღმოფხვრას.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Bitpanda-მ ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ერთად Blockchain პლატფორმა შექმნა. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ ავსტრიის კვლევითი ინსტიტუტის მომავლის კრიპტოვალუტის ეკონომიკის მკვლევრებიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი