აშშ-ში ბიტკოინის მაინინგის სექტორი ფართოვდება

0
799

აშშ-ში დაფუძნებული კრიპტო მაინინგის კომპანიები, მიუხედავად ბიტკოინის ფასის სამთვიანი ვარდნისა, მზად არიან გაზარდონ ჰეშის სიმძლავრე, რასაც აპარატურის დამატებით აპირებენ.

Marathon Digital Holdings-მა და GEM Mining-ის კომპანიებმა მედიას განუცხადეს, რომ 2022 წლისათვის თითოეული მათგანი მოელის წარმოებული ოპერაციების გაზრდას, რადგან ობიექტებზე აპარატურის რაოდენობას მინიმუმ გააორმაგებენ.

Marathon Digital-ის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტმა, ჩარლი შუმახერმა აღნიშნა, რომ იგი 2023 წლისთვის 199,000 ახალი აპარატის განლაგებას გეგმავს. მისი აზრით, ეს არის ერთ-ერთი გზა გლობალური მონეტარული სისტემის მომავალისკენ.

GEM Mining-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ უორენმა კი განაცხადა, რომ 2022 წლისათვის კომპანიის ონლაინ ქსელში 32000 მაინერი იქნება ჩართული.

ამ განცხადებებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წინ საკმაოდ ამბიციური მარათონია.

ის ფაქტი, რომ მაინერები აფართოებენ თავიანთ საქმიანობას, გარკვეულწილად გასაკვირია, რადგან გასული კვირის ბოლოს გავრცლეებული ინფორმაციით ბიტკოინის ფასი საკმაოდ მერყევი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი