JPMorgan Chase-ის აღმასრულებელი დირექტორი: Libra შესანიშნავი იდეაა, მაგრამ არასდროს განხორციელდება

0
1389

JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმ დაიმონმა განაცხადა, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტა არის შესანიაშნავი იდეა, რომელიც არასდროს განხორციელდება.

აღნიშნული მოსაზრება ჯეიმ დაიმონმა საერთაშორისო ფინანსთა ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გააჟღერა. JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Libra-ს სისრულეში მოყვანა საკმაოდ რთული პროცესია. მან ასევე აღნიშნა, რომ JPMorgan-ი 2019 წელს 11 მილიარდ დოლარზე მეტს ტექნოლოგიური განვითარებისთვის ხარჯავს.

JPMorgan Chase-ის მიერ ერთ-ერთი ბოლო გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოვალუტების ინდუსტრია 2017 წლიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ამის მიზეზი ინსტიტუციონალური ინვესტორების მზარდი ინტერესია.

ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკის სტრატეგიის მმართველი დირექტორის ნიკოლაოს ფანიგირტზოგლუს ხელმძღვანელობით იყო შედგენილი. ანგარიშში წერია, რომ მკვლევრებმა ბოლო პერიოდში ციფრულ ვალუტის მოძრაობა შეისწავლეს.

როგორ ანგარიშში იყო აღნიშნული, 2019 წლის მაისი კრიპტოვალუტებისა და განსაკუთრებით ბიტკოინისთვის მნიშვნელოვანი თვე იყო. ხანგრძლივი ფასის დაცემის შემდეგ მაისში კურსის მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა.

თუმცა დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის ფასი კვლავ შემცირებულია. ამ ეტაპზე კურსი 7.900-დან 8.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი