Mitsubishi-ს ჯგუფმა ტრანზაქცია ტაილანდიდან სინგაპურში წარმატებით განახორციელა

0
1881

რამდენიმე უმსხვილესმა ბანკმა წარმატებით დაასრულა საერთაშორისო გადარიცხვების საპილოტო პროგრამა ტაილანდური ბანკის Krungsri-ის Blockchain-ზე დაფუძნებული ინთერლეჯერით.

საპილოტე პროგრამაში ჩართულები იყვნენ ტაილანდის ბანკი, იაპონიის Mitsubishi ჯგუფის, მათი საბანკო ერთეული MUFG ბანკი და სინგაპურის Standard Chartered ბანკი.

საპილოტე პროგრამა განხორციელდა ტაილანდიდან სინგაპურში, რა დროსაც Standard Chartered-ის ბანკის ანაგარიშზე 1 წუთის განმავლობაში თანხმა უნდა დამჯდარიყო.

Krungsri-ის ბანკის მომხმარებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თაკორნ პაიაპანამ და ციფრული საბანკო და ინოვაციების განყოფილების დირექტორმა განაცხადეს, რომ ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანზაქციები კომპანიების მხრიდან თანხას დაზოგვას, პროცესი კი, უფრო მოქნილი და ეფექტური იქნება.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ Krungsri ამჟამად, ტაილანდის საბანკო სექტორის აქტივების მეხუთედის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას MUFG Bank-მა განაცხადა, რომ 2019 წლისთვის საკუთარი კრიპტოვალუტის შემოღებას გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი