ფილიპინები კრიპტო კომპანიებისთვის ლიცენზიის მინიჭების პროცესს აჩერებს

0
844

ბოლო დროს მედიაში აქტიურად ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილიპინები შეიძლება კრიპტოვალუტის სექტორისთვის განვითარების ახალ იურისდიქციად გადაიქცეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა სამწლიანი შესვენება გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ბანკი კრიპტო კომპანიებზე ლიცენზიას აღარ გასცემს.

ბანკო Sentral ng Pilipinas-ის (BSP) ფინანსური ზედამხედველობის წევრის, ჩუჩი ფონასიერის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, ქვეყნის ფინანსური წარმომადგენლები და მარეგულირებლები ერთობლივად ისახავენ მიზნად დააბალანსონ ინოვაციების ხელშეწყობა.

აღნიშნული ხელშეკრულებით კრიპტო რისკების მართვა შესაძლებელი უნდა გახდეს.

ამის გამო, ლიცენზიებისთვის განაცხადის ფანჯარა დაიხურება სამი წლის განმავლობაში. ათვლა კი 2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება.

მარეგულირებლის განცხადებით, ამის შეცვლა მხოლოდ ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს შეუძლია.

Bangko Sentral-ი აღიარებს, რომ რადგანაც ლიცენზია კრიპტო კომპანიებს ფინანსურ სერვისებზე უფრო დიდი წვდომის შესაძლებლობას იძლება ამავდროულად, იზრდება რისკებიც, რამაც შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობა შეარყიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი