სამხრეთ კორეის მთავრობა Blockchain-ის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 35 მილიონს გამოჰყოფს

0
1449

სამხრეთ კორეის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონ დოლარს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაში დააბანდებს. გარდა Blockchain-ისა, ბიუჯეტში ზოგადად ლეჯერ ტექნოლოგიების დაფინანსებაზეც არის საუბარი.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წელს მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ Blockchain ტექნოლოგიის შესახებ 72 განაცხადი მიიღო. ინდუსტრიის განვითარებისათვის კი საბოლოოდ ექვსი პროექტი შეირჩა. 2019 წლისთვის დაგეგმილია პროექტების რაოდენობის გაზრდა 12-მდე.

ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამინისტრო პასუხისმგებელი იქნება მომავალი წლისთვის Blockchain სტარტაპ პროექტების ტექნიკურად უზრუნველყოფასა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე.

“ყველა თანხმდება, რომ Blockchain-ი არის ტექნოლოგია, რომელიც მომავალს შეცვლის… ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო მხარდაჭერა ეროვნული ასამბლეის მხრიდან. მე მჯერა, რომ Blockchain ინდუსტრია კორეაში განვითარდება”,-განაცხადა მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვის დასაწყისში სამხრეთ კორეის მთავრობის მხადაჭერით ქვეყანაში ექვსთვიანი ტრენინგი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ დაიწყო. ტრენინგს პირველი ეტაპისთვის 54 განმცხადებელი ჰყავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი