სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას ფინანსურ აქტივად ნაკლებად განიხილავს

0
979

ფინანსური ანალიტიკოსის სეუნგ-ბოემ კოჰის აზრით, ციფრული ვალუტა ფინანსური აქტივი არ არის. მისი თქმით, fintech–ის ექსპერტებს კრიპტოვალუტის, როგორც ფინანსური აქტივის განსაზღვრა უჭირთ.

სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილი ნომინანტი, სეუნგ-ბოემ კოჰი, კრიპტოვალუტას ფინანსურ აქტივად არ განიხილავს.

“სეუნგ-ბოემ კოჰის კომენტარები ემთხვევა კრიპტოვაჭრობის მიმდინარე ზრდას ახალგაზრდა ინვესტორებს შორის, რომლებიც პირველ რიგში ინვესტიციას ახორციელებენ მოკლევადიანი მოგებისთვის”,- იტყობინება The Korean Times-ი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში ბანკებისა და კრიპტო ბირჟებისთვის მარეგულირებლის ახალი წესები ივლისში ამოქმედდა.

ბანკების ახალი პოლიტიკის თანახმად, ნებისმიერი კლიენტი, რომელსაც ციფრულ ვალუტასთან კავშირი ექნება, როგორც „მაღალი რისკის მქონე“, ისე უნდა შეფასდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟები მარეგულირებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამის შემდეგ მარეგულირებელმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებას უკანონო ქმედებებთან ბრძოლის მიზნით აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი