BSN-ი თავის ეკოსისტემაში რამდენიმე Blockchain კომპანიას ამატებს

    0
    1588

    Blockchain– ზე დაფუძნებული სერვისული ქსელი (BSN) თავის ეკოსისტემაში კიდევ სამ ცნობილ Blockchain კომპანიას ამატებს.

    ეკოსისტემის ნაწილი გახდება: Algorand-ი, ShareRing-ი და Solana.

    საზოგადოებრივი ქსელი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობებს, რომლებიც ორიენტირებულია ეკოსისტემების მშენებლობაზე.

    პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ქსელის გრძელვადიანი ხედვაა ყველა სახის Blockchain-ის განთავსება და მართვა. ეს კი მნიშვნელოვად შეამცირებს ხარჯებს.

    Algorand-ის ფონდის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა ფანგფანგ ჩენმა განაცხადა, რომ ფონდი ინტეგრაციაში ხელს შეუწყობს როგორც დეველოპერებს, ასევე საწარმოებს.

    ”ინტეგრაცია უზრუნველყოფს ეფექტურ და სტაბილურ გლობალურ ინფრასტრუქტურას დეველოპერებისთვის ინოვაციების შესაქმნელად. ისინი შექმნიან პროგრამებს რეალურ დროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ეს კი განავითარებს გლობალური მასშტაბის დეველოპერულ საზოგადოებრივ იდეებს”,- განაცხადა ფანგფანგ ჩენმა.

    ShareRing-ი კი მზადაა ეკოსისტემის გაზიარებისთვის, რომელიც შექმნილია ბიზნესის სხვადასხვა ინდუსტრიაში შეუფერხებლად ინტეგრირებისთვის.

    ShareRing– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ ბოსმა განაცხადა:

    ”ჩვენ ველით, რომ ჩვენი პროტოკოლები ფართო გამოყენებას მიიღებს სწრაფად მზარდი ჭკვიანი ქალაქის პროექტებში. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ველოდებით კავშირის დამყარებას ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა China Union Pay. პარტნიორობის მიზანი ჩინეთში მათ სხვადასხვა სერვისზე უპრეცედენტო წვდომის მოპოვება იქნება”.

    Solana-ს თანადამფუძნებელმა, ანატოლი იაკოვენკომ კი მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ კომპანია Prox-of-Stake პროტოკოლს გამოიყენებს. აღნიშნული პროტოკოლის მიზანია მასშტაბების გაზრდა, დეცენტრალიზაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის გარეშე.

    ”Solana აღფრთოვანებულია, რომ არის BSN– ის ნაწილი და უზრუნველყოფს დეველოპერებს კომფორტულ წვდომას BSN– ის ინფრასტრუქტურაზე”,-აღნიშნა ანატოლი იაკოვენკომ.

    დატოვეთ კომენტარი

    კომენტარი