ვენესუელის მთავრობა ნავთობპროდუქტების საექსპორტო ანგარიშს პეტროში ამზადებს

0
1852

ვენესუელა 2019 წლის ნავთობპროდუქტების საექსპორტო ანგარიშს სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტაში, პეტროში წარადგენს. ქვეყნის ნვთობპროდუქტების უმსხვილესი კომპანიის, PDVSA-ს პრეზიდენტმა მანუელ ქუევოდომ ამის შესახებ მედიასთან საუბარში აღნიშნა.

“ჩვენ OPEC-ს 2019 წლის ანგარიშს ციფრულ ვალუტაში წარვუდგენთ. პეტრო არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა, რომელსაც ზურგს ნავთობი უმაგრებს”,- განაცხადა PDVSA-ს პრეზიდენტმა.

კომპანიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პეტროში ნედლი ნავთობის ფასი იქნება გაანგარიშებული.

ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ენდომება ნავთობის შესყიდვა იქნებოდა ეს ადგილობრივი, თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ფირმა, ყველა ვალდებული იქნებოდა, რომ ნავთობი პეტროთი შეეძინა.

ამის შემდეგ კი, გასული თვის მიწურულს, მადურომ განაცხადა, რომ პეტროს შეძენა ტრადიციული და ციფრული ვალუტით უკვე შესაძლებელი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელის მთავრობა სხვადასხვა პროექტით აქტიურად ცდილობს საზოგადოებაში კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული მთელი რიგი პროქტები მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს უცხოელი ინვესტორების პეტროთი დაინტერესება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი