შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანია Blockchain-ს ნერგავს

0
1161

ციფრული იდენთიფიკაციის კონსორციუმი, Arianee შვეიცარიულ საათების მწარმოებელ კომპანიასთან, Breitling–თან თანამშრომლობას იწყებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Breitling-ი მექანიკური საათისთვის Blockchain-ზე დაფუძნებულ ციფრულ გარანტიას გამოსცემს.

Breitling-ი 1884 წელს დაარსდა. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც საათებს Blockchain საგარანტიო პროგრამით გამოუშვებს.

თითოეული საათი გაიყიდება საკუთარი ელექტრონული საგარანტიო ბარათით. ამ ბარათების სკანირება საშუალებას მისცემს მფლობელებს ჩამოტვირთონ დაშიფრული საფულე, რომელიც უსაფრთხოდ ინახავს პროდუქციის “ციფრულ პასპორტს”.

“ციფრულ პასპორტში” მოცემული მონაცემები ეხება ინდივიდუალურ საათს, მათ შორის მის სერიულ ნომერსა და ვადის აღნიშვნას, რომელშიც მითითებულია გარანტიის ამოქმედების თარიღი.

”პასპორტის საშუალებით საათი მხოლოდ მფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ პასპორტში შედის გადაცემის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მფლობელს შეუძლია დაადასტუროს საათის ნამდვილობა და მისი კანონიერი საკუთრება,” ნათქვამია Breitling-ის ვებსაიტზე.

იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე გაყიდის საათს, მხოლოდ ციფრული პასპორტის გადაცემა იქნება საჭირო, რომ ახალი მფლობელობა დაადასტუროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი