ბაჰრეინში პირველი Blockchain აკადემია დაარსდა

0
1695

ბაჰრეინის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტი აცხადებს, რომ ქვეყანაში პირველ Blockchain აკადემიას აფუძნებს. ინსტიტუტი ბაჰრეინის სამეფოში 1981 წელს შეიქმნა. შექმნის დღიდან საგანმანათლებლო დაწესებულება ფინანსურ სექტორში ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ბაჰრეინის Blockchain აკადემია დაინტერესებულ პირებს Blockchain ტექნოლოგიის პროფესიულ პროგრამას შესთავაზებს. ტრენინგ პროგრამა მონაწილეების საერთაშორისო დონეზე მომზადებას ისახავს მიზნად.

საბანკო და საფინანსო ინსტიტუტის დირექტორმა დოქტორმა აჰემდ ალ შაკიმ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით Blockchain სფეროში კვალიფიციური კადრების პრობლემა არსებობს. ამიტომ ინსტიტუტი ყველაფერს გააკეთებს, რათა პროგრამის კურსდამთავრებულები პროფესიონალებად შედგნენ და შესაბამისად, თავისუფლად შეძლონ ამ სფეროში მუშაობა.

ბაჰრეინის სამეფო აზიის მესამე ყველაზე პატარა ქვეყანაა მალდივის და სინგაპურის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპური განსაკუთრებით დაინტერესებულია Blockchain ტექნოლოგიით. ცოტა ხნის წინ სინგაპურში დაფუძნებულმა კომპანიამ, Golden Gate Ventures-მა 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის კომპანიებში განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი Blockchain აკადემია 2018 წლის 7 თებერვალს დაარსდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი