ყირიმში ბიტკოინის მაინინგისთვის სამსახურეობრივი რესურსების გამოყენების გამო ორი პირი დაჯარიმდა

0
1966

ყირიმის მინისტრთა საბჭოს ორი ყოფილი თანამშრომელი ბიტკოინის მაინინგისთვის სამსახურის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების გამო 30.000 რუბლით (525დოლარი) დაჯარიმდა.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

როგორც ცნობილი გახდა, მაინინგის ოპერაციები სავარაუდოდ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა, ხოლო მაინერების მოგება 15.000 რუბლს დაახლოებით, 260 აშშ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ რუსეთის იურიდიული ინფორმაციის სააგენტო იტყობინებოდა.

სააგენტო ასევე აღნიშნავდა, რომ თანამშრომლების მიერ მაინინგით გამომუშავებული ელექტრო ენერგია 57.000 რუბლს (1000 დოლარი) შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში მომხდარი ინციდენტი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები სამსახურის კომპიუტერულ ტექნიკას კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებენ.

ჯერ მხოლოდ მარტის თვეში სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ლუიზიანას შტატის რწმუნებულის ოფისში გამოძიება სამსახურეობრივი რესურსების მაინინგის საქმიანობის გამოყენებისთვის მიმდინარეობს.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ფლორიდის შტატის ციტრუსების დეპარტამენტშიც, როდესაც დეპარტამენტის თანამშრომელი ოფისის კომპიუტერების მაინინგისთვის გამოყენების გამო დააპატიმრეს.

იმავე მოტივით, ავსტრალიის ამინდის პროგნოზირების სააგენტოში, მეტეოროლოგიის ბიუროში ასევე გამოძიება მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი