რუსეთი კრიპტოვალუტის შესახებ ახალ კანონმდებლობას განიხილავს

0
993

რუსეთი მიზნად ისახავს შეზღუდოს არააკრედიტებული ინვესტორების კრიპტო შესყიდვები.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარე, ანატოლი აქსაკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს ახალი კანონები, რათა დაიცვას საცალო და კრიპტო ინვესტიციები პოტენციური ზარალისგან. ამ მიზნით, პარლამენტის დეპუტატები განიხილავენ ახალ კანონმდებლობას არააკრედიტებული ინვესტორების მიერ კრიპტოვალუტის ინვესტიციების შეზღუდვის შესახებ.

ანატოლი აქსაკოვმა ეს განცხადება რუსეთის ბანკის მიერ მხარდაჭერილი ღონისძიების დროს გააჟღერა. ღონისძიება მომხმარებელთა ფინანსურ დაცვას მიეძღვნა.

”ციფრული ვალუტა ჩვენს დიდ ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ ვეცდებით ვუზრუნველვყოთ მაქსიმალური დაცვა ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომლებიც ინვესტიციას ახდენენ ციფრულ ვალუტებში, რადგან ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც საკმაოდ რთულია არაკვალიფიციური ინვესტორისთვის,” – განაცხადა ანატოლი აქსაკოვმა.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიცია დაკავშირებულია უამრავ რისკთან და ამასთანავე მოგებასთანაც. .

”ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ კონკრეტული კანონმდებლობა, რათა დავიცვათ არაპროფესიონალი ინვესტორი ციფრული ვალუტაში დაუფიქრებელი ინვესტიციებისგან,”-აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფინანსური ბაზრების კომიტეტის თავმჯდომარემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი