სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ მთავრობას მოუწოდა, რომ ICO-ს რეგულაციებს გზა გაუხსნას.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Economy იტყობინება.
გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის დეპუტატი, მინ ბაინგ-დო, ეროვნული ასამბლეის შემდეგ სხდომაზე წარადგენს ICO-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს.
“ჩვენ ვეძებთ გზებს ICO-ს რეგულაციისთვის, რათა ავკრძალოთ ისეთი უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა თაღლითობა, სპეკულაცია და ფულის გათეთრება”,-აღნიშნა დეპუტატმა.
დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა დაუშვას ICO-ს ოპერაციები ქვეყანაში, რადგან აკრძალვა არ არის გამოსავალი. მინ ბაინგ-დო აღნიშნავს, რომ ICO-ს აკრძალვა აშშ-სთან მიმართებაში კონკურენტუნარიანობის შესუსტებას გამოიწვევს.
“სამხრეთ კორეაში Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ინდუსტრიები სხვა ქვეყნებს კონკურენციას უწევდნენ, მაგრამ ICO- ს კონკურენტუნარიანობა მკვეთრად შემცირდა. ახლა ინდუსტრიის 75% მხოლოდ ამერიკაზე მოდის”,-განაცხდა დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა.
მას ასევე აღნიშნა, რომ ინდუსტრიის რეგულირების გაურკვეველი მომავალი ხელს უშლის ინდუსტრიის ზრდას.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ფინანსურმა მარეგულირებელმა პირველადი მონეტარეული შეთავაზება 2017 წლის სექტემბერში აკრძალა.