დიდი ბრიტანეთი Blockchain-ს ირლანდიასთან სავაჭრო პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენებს

0
1993

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰემენდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი-ირლანდიის ვაჭრობის პრობლემა ევროკავშირის დატოვების შემდეგ შესაძლოა, Blockchain ტექნოლოგიამ გადაწყვიტოს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Irish Times-ი აქვეყნებს.

ბირმინგემში გამართულ კონფერენციაზე ჰემენდმა განაცხადა, რომ ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. “მე არ ვამბობ, რომ ამ საქმეში ექსპერტი ვარ, მაგრამ Blockchain ტექნოლოგია არის ამ კუთხით ყველაზე გამოსადეგი”,-განაცხადა ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა.

ირლანდიის საზღვრის მომავალის განხილვისას გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ საზღვარი დარჩება ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის; თუმცა, მხარეები კვლავ მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის რეალურად განხორციელება.

დიდი ბრიტანეთი გეგმავს დატოვოს ევროკავშირი. ევროკავშირი კი თავის მხრივ, მოითხოვს ჩრდილოეთ ირლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის კონტროლს.

რაც შეეხება ირლანდიის რესპუბლიკას, ის კვლავ რჩება ევროკავშირის შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი დასახელდა სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს პოტენციალი Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სფეროში 2022 წლისთვის ლიდერი ქვეყანა გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი