ისრაელის მარეგულირებელმა საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

0
1545

ისრაელის ფასიანი ქაღალდების ორგანომ კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება Globes-ი ავრცელებს.

სპეციალური კომიტეტი კრიპტოვალუტისთვის სათანადო წესების შემუშავების მიზნით 2017 წელს ჩამოყალიბდა. კომიტეტი ვალდებულია, რომ მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარეს ანატ გუეტას ანგარიში წარუდგინოს. რეკომენდაციების კომენტირებისას გუეტამ განაცხადა, რომ მარეგულირებლის მიზანია, როგორც კრიპტო სექტორის განვითარება ისე, ინვესტორების უფლებების დაცვა.

საბოლოოდ ანგარიში აყალიბებს რამდენიმე ძირითად იდეას, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ქვეყანაში განვითარება. იდეებს შორის არის მარეგულირებელი წესებისა და სპეციალური პლატფორმის შექმნა, რათა გააუმჯობესდეს ციფრული ვალუტის რეგულაციის სისტემა.

“კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს არსებული წესების რეგულირებას, რათა ამ საქმიანობაში უფრო ეფექტური მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შექმნა მოხდეს”,- განაცხადა მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მედიაში გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისრაელის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის გამოცემას არ გეგმავდა.

“ცენტრალური ბანკები მსოფლიო მასშტაბით ციფრული ვალუტის გაცემის შესახებ მსჯელობენ. ამასთანავე, მიდის საკითხის განხილვა საბანკო სისტემაში ლეჯერ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის გამოცემა არ არის რეკომენდირებული”,-ნათქვამი იყო სამუშაო ჯგუფის დასკვნაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი