შაბათ-კვირას დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1575

კვირას, 27 იანვარს ციფრული ვალუტების ფასები შემცირდა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შაბათს კრიპტოვალუტების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

26 იანვარს ბიტკოინის ფასი 3.602 დოლარს შეადგენდა. კვირას კი კურსმა შემცირება დაიწყო. კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა. ბიტკოინის ფასმა 3.562 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

რაც შეეხება რიპლის: შაბათს ალტკოინის კურსი 0.32 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. კვირას კი რიპლის ფასი შემცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტამ დაახლოებით 2.5% დაკარგა. ეს კი ნიშნავს, რომ რიპლის ფასი 0.30 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 119.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ შაბათს ციფრული ვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 120.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შაბათ-კვირას დაფიქსირებულ მონაცემებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის, თუმცა ფასის ოდნავი შემცირებაც კი ანალიტიკოსების მხრიდან ნეგატიურად აღიქმება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი