ვენესუელაში ნავთობის შესყიდვა მხოლოდ პეტროთი იქნება ხელმისაწვდომი

0
1907

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ეროვნული კრიპტოვალუტა, პეტრო უკვე ოფიციალურად იწარმოებს.

მადაურომ განაცხადა, რომ პეტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე შექმნილია საფულე, რომელიც Google Play-ის საშუალებით არის ხელმისაწვდომი. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ პეტროს საჯარო რეალიზაცია მხოლოდ 5 ნოემბერიდან დაიწყება.

მადურომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პეტრო ექვს მსხვილ კრიპტოვალუტის ბირჟაზე იქნება განთავსებული, თუმცა არ დააკონკრეტა რომლებზე.

გარდა ამისა, ვენესუელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც სურს ნავთობის შესყიდვა იქნება ეს ადგილობრივი, თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ფირმა, ყველა ვალდებული იქნება ნავთობი პეტროთი შეიძინოს.

ამასთანავე, ეს შეეხება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ავიახაზებსაც, რომელთა მარშრუტებიც ადგილობრივ აეროპორტებს მოიცავს. როგორც ნიკოლას მადურო აღნიშნავს, პეტროთი ავიაციისთვის განკუთვნილი საწვავის შეძენაც არის შესაძლებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტა, პეტრო 50% გამყარებულია ნავთობით, 20% ოქროთი, 20% რკინით და 10% ბრილიანტის აქტივებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი