ნიგერიაში კრიპტოვალუტის მარეგულირებელი წესების მიღება დროებით შეჩერდა

0
1623

ნიგერიის მარეგულირებელი აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვამ ბაზარს განვითარებაში ხელი შეუშალა.

ნიგერიის ფასიანი ქაღალდების და ბირჟიის კომისიის გენერალურმა დირექტორმა, ლამიდო იუღუდამ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის კრიპტო აკრძალვამ ბაზარზე მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიწვია.

The Guardian–ის სტატიის თანახმად, მარეგულირებლი ორგანოს გენერალურმა დირექტორმა ეს განცხადება გააკეთა პრესკონფერენციაზე, რომელიც კაპიტალის ბაზრის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ლამიდო იუგუდას თქმით, კომისია იძულებულია შეაჩეროს დაგეგმილი კრიპტოვალუტის მარეგულირებელი წესების მიღება, რომლის შესახებაც 2020 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი.

2020 წლის ბოლოს კი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიგერიაში ბიტკოინის მიღება იზრდებოდა. ნიგერიის ცენტრალური ბანკის “თავდაცვის” პოლიტიკა უფრო მეტ ნიგერიელს კრიპტოვალუტის მიღებისკენ უბიძგებდა.

გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის კრიპტო მარეგულირებელი გეგმების შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ ბირჟები შეძლებენ საბანკო ანგარიშების მართვას ქვეყანაში.

მარეგულირებლის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ კომისია მუშაობს კრიპტოვალუტების ოპტიმალური მარეგულირებელი სისტემის შესაქმნელად.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა თებერვალში კომერციულ ბანკებს კრიპტოვალუტის ბირჟების მომსახურება აუკრძალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი