საუდის არაბეთში Blockchain-ის შესახებ სამდღიანი სემინარი გაიმართა

0
1997

გასულ კვირას, საუდის არაბეთში “Blockchain bootcamp-ი” დასრულდა.

ამის შესახებ ქვეყნის კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული.

Blockchain bootcamp-ი არის სემინართა ციკლი, სადაც მსმენელი აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას იღებს Blockchain-ის, კრიპტოვალუტისა და “ჭკვიანი კონტრაქტების” შესახებ.

სემინარი ორიენტირებული იყო ეთერიუმის “ჭკვიანი კონტრაქტებსა” და დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიაზე.

სამდღიანი ღონისძიება გაიმართა Blockchain-ის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ConsenSys-თან თანამშრომლობით. ამჟამად, ConsenSys ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

პრეს-რელიზის თანახმად, საუდის არაბეთის კომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ღონისძიება არის ნაწილი იმ გეგმისა, რაც მთავრობას აქვს ციფრულ გარემოს შექმნასთან დაკავშირებით.

ტექნოლოგიების მრეწველობისა და ციფრული შესაძლებლობების დაცვის მინისტრის მოადგილემ აჰმედ ალ-თენაიანმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის დასახული ამოცანაა ციფრული გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები თავისუფლად შეძლებენ მუშაობასა თუ მომსახურეობის მიღებას.

“სემინარი მიზნად ისახავდა საუდის არაბეთის მასშტაბით ადამიანური რესურსის პოტენციალის შეფასებას, ცოდნისა და საჭირო უნარებით აღჭურვას, რათა ადამიანებმა მეტად გააცნობიერონ Blockchain-ის შესაძლებლობა და გამოყენების პოტენციალი”,- განაცხადა ConsaSys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინა ჰედიამ.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა თებერვალში საერთაშორისო გადახდის სისტემის კუთხით რიპლისთან თანამშრომლობა დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი