ინდოეთში კრიპტო ნორმების დარღვევას შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთა მოჰყვეს

0
916

ინდოეთი კრიპტო ნორმების დარღვევისთვის მაქსიმალურ ჯარიმას 2.7 მილიონი დოლარს ან 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთას დააწესებს.

ინდოეთის პრემიერ მინისტრი, ნარენდრა მოდი, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის ინვესტორებს მისცემს ვადას, რათა დაიცვან ახალი წესები და განაცხადონ თავიანთი აქტივების შესახებ.

ეს ნიშნავს, რომ კერძო საფულეებს კანონმდებლობის მიხედვით ლეგალური სტატუსი არ ექნებათ. ინვესტორები კი, რომლებიც მათ იყენებენ, შეიძლება დაექვემდებარონ სასამართლო ჯარიმებს. გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს დაწესდეს მინიმალური კაპიტალის ზღვარი კრიპტოვალუტებში ინვესტიციებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მარეგულირებელი გარემო გაურკვევლობის მაღალ ხარისხს აჩვენებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ ინვესტორების კრიპტო კაპიტალი ბირჟებზე დაცული უნდა იყოს.

ამავდროულად, კრიპტოვალუტის ბირჟები ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის საბჭოს მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოქმედებდნენ.

ინდოეთი კრიპტოვალუტის მიმართ მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს. ნაწილობრივ, ბოლო წლებში თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების გაზრდილი რისკის გამო.

შეგახსენებთ, რომ მედიის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის კერძო ბანკი, Kotak-ი კრიპტოვალუტის ბირჟა WazirX-თან თანამშრომლობას დაიწყებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი