ნიგერიის ცენტრალურ ბანკს სტაბილკოინის გამოშვებაში Bitt Inc-ი დაეხმარება

0
972

კუნძულ ბარბადოსზე დაფუძნებული კომპანია Bitt Inc-ი ნიგერიის ცენტრალური ბანკის ტექნიკური პარტნიორი იქნება. კომპანია ნიგერიის ცენტრალურ ბანკს სტაბილკოინის შექმნაში დაეხმარება.

რამდენიმე დღის წინ ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ აირჩია Bitt Inc-ი, რადგან ამ კომპანიას აქვს კომპეტენცია, გამოცდილება და არის უსაფრთხო.

მას შემდეგ, რაც ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა სტაბილკოინის გამოშვება დაანონსა პარტნიორობის განცხადების შესახებ მალევე გახდა ცნობილი.

ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა წინასწარი მითითებები ციფრული ვალუტა – e-naira-ს შესახებ გამოსცა.

ნიგერიის სტაბილკოინი არის კოდირებული „Project Giant-ი“ და მიბმული იქნება ადგილობრივი ვალუტის ღირებულებასთან.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია ციფრული ვალუტის გამოშვებაზე, გავრცელებაზე, მონიტორინგისა და მართვის სხვა ფუნქციებზე.

შეგახსენებთ, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის საპილოტე პროგრამას ოქტომბრიდან დაიწყებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი