ტაილანდის მარეგულირებელი ახალი წესების შემოღებას გეგმავს

0
883

ტაილანდის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის სექტორზე ახალ წესებს შემოიღებს.

ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტოვალუტის ინდუსტრიაზე ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს.

მარეგულირებელმა დამატებითი რეგულაციების კომპლექტი ინვესტორების დაცვისთვის შექმნა.

ახლად შემოთავაზებული წესები ეხება ციფრული ვალუტის ანგარიშებზე ტრადიციული ვალუტის შენახვასა და ასევე კრიპტოვალუტის დაკრედიტებას.

მარეგულირებელი ცდილობს აუკრძალოს კონკრეტულ პირებსა და კომპანიებს ინვესტორების აქტივების გამოყენება „სხვა კლიენტის ან სხვა პირების სასარგებლოდ“.

”აიკრძალება კლიენტების ფულადი სახსრებისგან სარგებლის მიღება”,- ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ბოლო კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელსაც ტაილანდის მარეგულირებელთან პრობლემა ჰქონდა იყო Binance-ი.

ბირჟას ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომისია უჩიოდა. ტაილანდის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ სააგენტომ შეიტანა სისხლის სამართლის საჩივარი Binance-ის წინააღმდეგ.

ამის შემდეგ დაიწყო სისხლის სამართლის პროცედურა და გამოძიება, სავარაუდოდ, ციფრული ვალუტის ბიზნესის ლიცენზიის გარეშე მუშაობისთვის.

მარეგულირებლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კრიპტოვალუტის ბირჟას გამაფრთხილებელი წერილი უკვე გაუგზავნეს.

მარეგულირებელი წერილობით ითხოვდა შეკითხვებზე პასუხის მიღებას, მაგრამ კრიპტოვალუტის ბირჟამ ვერ მოახერხა პასუხის გაგზავნა მითითებულ ვადაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი